ყოფილმა პრემიერ-მინიტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი პოლიციელის დაღუპვასთან დაკავშირებით გააკეთა და განაცხადა, რომ ეს ძალიან ცუდი ამბავია, თუმცა ივანიშვილის თქმით, დანაშაული, რომელიც პოლიციელის მიმართ იქნა ჩადენილი, სხვა ქვეყნებშიც ხდება.
"ასეთი შემთხვევები ყველა ქვეყანაში ხდება და არ უნდა ვთქვათ, რომ საქართველო ამ მხრივ სპეციფიურია, თუმცა ჩვენ ჩვენსას განვიცდით და ვდარდობთ. ძალიან ცუდი ამბავი მოხდა. ვისარგებლობ შემთხვევით და მივუსამძიმრებ პოლიციელის ოჯახს, მეორე პოლიციელს კი ვუსურვებ გადარჩენას და კარგად ყოფნას", - განაცხადა ივანიშვილმა.
ყოფილი პრემიერის განცხადებით, არასამართლიანია მოქმედი მთავრობის დადანაშაულება იმაში, რომ მათ კრიმინალები ციხიდან გამოუშვეს. ივანიშვილის შეფასებით პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულ შალვა აბულაძესთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის მოქმედმა მტავრობამ ამნისტიით გამოუშვა „ნაციონალების“ მიერ აგორებული თემაა.
"ამნისტიის თემა "ნაცების" აგორებულია, მათ მიერ დაპატიმრებული უამრავი უდანაშაულო ადამიანი გათავისუფლდა და მხოლოდ 6 %-მდე შებრუნდა ციხეში. ეს არის უნიკალური შემთხვევა. ეს ასაბუთებს იმას, რომ აბსოლუტური უმრავლესობა იყო უდანაშაულო, თანაც აბულაძეს მგონი, პირდაპირ არ შეხებია ამნისტია. როგორც ვიცი, "უდო" შეეხო. ამნისტიას თავს ესხმიან და ამას ნუ აყვებით ჟურნალისტები. ეჭვი ეპარება ვინმეს, რომ ბევრი უდანაშაულოდ იჯდა ციხეში? თვითონ ის ფაქტი, რომ "ნაციონალების დროს" დაკავებულებისგან 6 %-ზე მეტს არ ჩაუდენია დანაშაული და უკან არ შებრუნებულა, განა არ ამტკიცებს ირიბად რომ ბევრი უდანაშაულო იყო, ვისაც ამნისტია შეეხო? – როგორ შეიძლება ამნისტიის ეჭვქვეშ დაყენება იმის გამო, რომ რაღაც დანაშაული მოხდა, რომელიც შეიძლება მოხდეს ნებისმიერ შემთხვევაში. ხომ არ შეიძლება ამნისტიას ამხელა აქცია დაუპირისპირო"- განაცხადა ივანიშვილმა
მასალის გამოყენების პირობები






