ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის თქმით, მის დეიდაშვილს უჩა მამაცაშვილს ერთ- ლარად ქონება არ შეუძენია.
ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ძალიან არ მომეწონა, რომ კაპიკებს გამოეკიდნენ და ბაჩიაშვილს შენიშვნა მივეცი, თუმცა მან თავი დაიცვა ჩემთან და საკმაოდ ჩაჭიდებული საუბარიც გვქონდა. რაც შეეხება უჩა მამაცაშვილს, მას არავითარი კანონდარღვევა ჰქონდა. მაქსიმალურად ცდილობს, რომ ბიზნესს არავინ შეეხოს. ერთადერთი ჭორები მოაქვს ჩემთან, თუ რამე გაიგო და მეც ძალიან ვფრთხილობ, რომ ბიზნესი არ დააზარალონ. მამაცაშვილს ლარად არაფერი შეუძენია. თანაინვესტირების ფონდთან არსებულმა რაღაც ორგანიზაციამ შეიძინა და ამაზე რეაქციაც გავაკეთე. მე ვაფინანსებ რაც იყო შეღავათით მიღებული. არ უნდა აეღოთ შეღავათები, როდესაც დაფინანსებაზეა საუბარი“, - განაცხადა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






