საქართველოში შვეიცარიის ელჩის გიუნტერ ბეხლერის განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, დავით საგანელიძეც გამოეხმაურა.
„ერთი ვიცი, რომ საქართველო ყველანაირი რეიტინგით, ყველანაირი კვლევით ერთ-ერთი მოწინავეა ინვესტიციების თვალსაზრისით და ერთ-ერთი საინტერესო ქვეყანაა, რაც შეეხება სასამართლოს, იცით რომ მის მიმართ ძალიან ბევრი პრეტენზია მაქვს და მქონდა, თუმცაღა მე არ მაქვს უფლება, გამოვიდე და ღიად დავაფიქსირო პოზიცია მის მიმართ, იმედი მაქვს სასამართლო ძალიან სერიოზული რეფორმების მიმართულებით წავა“ - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი - დავით საგანელიძე.
გიუნტერ ბეხლერი გამოცემა „FINANCIAL"-თან საუბარში რეგიონებში სამართალწარმოებისას შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე საუბრობს. დიპლომატის განცხადებით, უცხოელი ინვესტორები ჩივიან იმის შესახებ, რომ მათ გადასახადისა და ჯარიმების გადახდას აიძულებენ, რაც გაუმართლებელია და დაკავშირებულია წინა ხელისუფლების გაურკვეველ საგადასახადო დავებთან.
მასალის გამოყენების პირობები






