„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი, მის მიერ შესრულებულ ფეხთბანვის რიტუალზე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით ერთი წლის წინ მას ღმერთმა შთააგონა რომ ფეხი, მათი ოფისის კარისკაცისთვის დაებანა:
„შარშან, დიდ ხუთშაბათს, ფეხი ჩვენი ოფისის კარისკაცს დავბანე. წესიერი ადამიანია. ცოტა სასაცილო, მაგრამ გულწრფელი. ფეხის დაბანა დამდაბლების გამოხატულებაა და გულით უნდა აკეთებდე ამას... და არა იმის გამო, რომ სხვებიც აკეთებენ... ჰოდა, ღმერთმა შთამაგონა, რომ ფეხი მაინც და მაინც ამ კაცისთვის დამებანა და წესიერი რომაა, კიდევ ერთხელ გამოჩნდა... ჩქარა, წყალი ავიტანოთ სახურავზე, ფეხი უნდა დაგბანო- თქო, რომ ვუთხარი, მორიდებისგან გაწითლდა. თავი დახარა. "თქვენ?",- მეკითხება. "ვითომ მე ვინა ვარ და რატომ არ უნდა დაგბანო ფეხი",- კითხვას ვუბრუნებ. გავხადე წინდა. დავბანე ორივე ტერფი. გამხდარი, ორი ჩხირივით. მაინც ვერ გაიგო, რატომ ვეტაკე. ჯერ ეგონა, რომ სუნმა შემაწუხა... მერე, როცა ავუხსენი, რომ ასე არ იყო, გაიხარა... დიდი ხუთშაბათი დამდაბლების და სიყვარულის გამოხატულების დღეა. სიხარულით ვემზადები ამ დამდაბლებისთვის.“- წერს ირმა ინაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






