საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი 9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდა, სადაც დაღუპულ გმიღთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები უერთდება ყველა ქართველს, რომელიც დღეს პატივს მიაგებს 9 აპრილს დაღუპული მშვიდობიანი დემონსტრანტების ხსოვნას.
„რასაკვირველია, ეს ძალზედ ტრაგიკული დღე იყო. მე მაშინ ვმუშაობდი მოსკოვში, აშშ-ის საელჩოში და კარგად მახსოვს ეს სამწუხარო დღე. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მათი მსხვერპლი არ იყო ტყუილად გაღებული, ისინი შეეწირნენ დამოუკიდებელი საქართველოს იდეას. დღეს კი ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო დამოუკიდებელი, მტკიცე და წარმატებული ქვეყანაა. დღევანდელი დღე აერთიანებს ყველა ადამიანს და ის კიდევ ერთხელ შეგვახსენებს თუ რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება ერთიანობას საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის იდეის გარშემო", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
მასალის გამოყენების პირობები






