აქ დაღვრილმა პატრიოტების სისხლმა საქართველოს დამოუკიდებლობა მოუტანა, მადლობა მათ - პრეზიდენტი
პოლიტიკა - 10:29, 09 Apr, 2015     1436

პარლამენტის წინ, 9 აპრილის მემორიალთან პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მეუღლესთან ერთად მივიდა.

გიორგი მარგველაშვილმა, 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპულ ადამიანთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო.

მან, 26 წლის წინ მომხდარი ტრაგედიის შესახებ ისაუბრა და მწუხარება გამოხატა მომხდარის გამო.

“1989 წელს აქ დაღვრილი პატრიოტების უმანკო სისხლი ორი წლის მერე საქართველოს დამოუკიდებლობის აქტში გამოიხატა. ბუნებრივია, ჩვენ ყველა წელს პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს, ვინც აქ იცავდა ჩვენს მომავალ სახელმწიფოებრიობას. ბუნებრივია, მადლობას ვუხდით მათ იმ ღვაწლისთვის, რამაც საქართველოს დამოუკიდებლობა მოუტანა. საქართველოს პირველმა პრეზიდეტმა მაშინ ეს აქტი სწორედაც ამ ტრაგიკულ მოვლენებს დაუკავშირა, რითაც ხაზი გაუსვა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ძალიან რთულ და მნიშვნელოვან გზას”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტთან ერთად 9 აპრილს დაღუპულთა გმირებს პატივი, უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმაც მიაგო.


რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან შეკრებილ საზოგადოებას შორის დაღუპული გმირების ოჯახების წევრებიც იმყოფებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42