ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში ფოტოსურათს აქვეყნებს, სადაც ლევან ცინდელიანი, სალომე აბულაძე და კოტე ინაშვილი არიან გამოსახულნი.
„1. ლევან ცინდელიანი (ორთაჭალის ციხის მაყურებელი, რომელმაც ჩვენება მისცა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ 3 კანონიერ ქურდთან ერთად)
2. სალომე აბულაძე (პოლიციელების მკვლელობაში ეჭვმიტანილი ლაშა აბულაძის და)
3. კოტე ინაშვილი (ირმა ინაშვილის ძმა)“, - წერს ნადარეიშვილი.
პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულ შალვა აბულაძეს სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ.
4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით პიროვნება შეაჩერეს. აღნიშნულმა პირმა მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა.
მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები






