დეპუტატი კობა ნაყოფია კომპანია „RMG“-ში რაიმე წილის ფლობას უარყოფს.
ნაყოფია მოუწოდებს ხელისუფლებას გაასაჯაროოს აქციონერთა სია.
„არც მე და არც ჩემი ოჯახის წევრი არ არის დღეს ამ კომპანიების აქციონერი. რომ შეწყდეს ამ საკითხებზე ყველანაირი სპეკულაციები და არ იყოს საზოგადოება შეცდომაში შეყვანილი მე მათ მოვუწოდებ რომ გაასაჯაროონ აქციონერთა სია“, - განაცხადა კობა ნაყოფია.
კომპანია “არემჯი ჯგუფის” ერთ-ერთმა აქციონერმა დიმიტრი ტროიცკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ პარლამენტარი კობა ნაყოფია დღემდე რჩება “არემჯის” აქციონერად.
“ამ კომპანიის აქციონერები ვართ მე დიმიტრო ტროიცკი, ჩემი პარტნიორი დიმიტრი კორჟუნი. 22% აქციების დღემდე არის კობა ნაყოფიას მფლობელობაში. ეს იყო ასე მაშინაც, როდესაც ჩვენ ამ ბიზნესს ვყიდულობდით და ვიყიდეთ”, -განაცხადა ტროიცკიმ.
მასალის გამოყენების პირობები






