ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საჩხერის პოლიციის უფროსი რეზო კობახიძე მისი ბიძაშვილია.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საჩხერის პოლიციის უფროსი უბრალოდ მისი მოგვარეა და ნათესაური კავშირი მათ შორის არ არის.
„როგორც ვიცი, გენინსპექცია ფაქტზე უკვე აწარმოებს მოკვლევას. რა თქმა უნდა, თუ მოხდა დანაშაული კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული. ვინც არ უნდა იყოს ის, დანაშაულზე უნდა აგოს პასუხი. რაც შეეხება ნათესაობას, გეტყვით რომ რეზო კობახიძე არავითარი ნათესავი არ არის. ბიძები საერთოდ არ მყავს“, - აცხადებს კობახიძე.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუშინ, გვიან ღამით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა საჩხერის პოლციის უფროსმა ზეზვა კობახიძემ პოილიციის შენობა ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილა. ფაქტს შსს-ს გენერალური ინსპექცია სწავლობს.
მასალის გამოყენების პირობები






