ნინო ბურჯანაძე პრემიერმინისტრს აკრიტიკებს. „გაერთიანებული დემოკრატების“ ლიდერი, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულ შალვა აბულაძის ლიკვიდაციას უკავშირდება.
„ნებისმიერი უდანაშაულო ადამიანის დაღუპვა, ბუნებრივია დიდი ტრაგედიაა. მით უფრო როდესაც ეს ადამიანი სამშბლოს და ქვეყანას ემსახურება. თუმცა, არ შემიძლია საგანგებოდ არ გამოვეხმაურო პრემიერმინისტრ - ღარიბაშვილის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და სამწუხაროდ, არაკომპეტენტურ განცხადებებს, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, ამ განცხადებებს ნამდვილად მოყვება ე.წ ნულოვანი ტოლერანტობა და უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლი.“
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიციელებს კრიმინალური ვითარების დარეგულირებისკენ მოუწოდა.
„იმედი მაქვს ძალიან მალე დააკავებენ ამ პიროვნებას. წინააღმდეგობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პოლიციელებს აქვთ სრული უფლება, მოახდინონ ამ ადამიანის ლიკვიდაცია,“ - განაცახდა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






