"ომის კვალი ადვილად არ ქრება"- ღარიბაშვილი შიდა ქართლს განსაკუთრებულ მხარდაჭერას უცხადებს
პოლიტიკა - 14:43, 08 Apr, 2015     1137

საქართელოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის" პროექტის ფარგლებში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ შიდა ქართლი სახელმწიფოს განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგან ომის კვალი ადვილად არ ქრება. ღარიბაშვილის თქმით, დღეს გამართული შეხვდრის მიზანი შიდა ქართლის რეგიონის სწრაფი განვითარების ხელშეწყობაა.

"მთავრობამ რეგიონების გაძლიერება მთავრობამ უმთავრეს პრიორიტეტად გამოაცხადა, ჩვენ თანამიმდევრულად ვდგამთ ნაბიჯებს, რომ რეგიონები გამოცოცხლდეს და მოსახლეობა წელში გაიმართოს. ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული ვალდებულება შიდა ქართლის მიმართ. ამ რეგიონს სახელმწიფოს მხრიდან სჭირდება განსაკუთრებული მხარდაჭერა, ვინაიდან ომის კვალი ადვილად არ ქრება. უბედურება და ტრაგედია, რომელიც დააწვა ადგილობრივ მოსახლეობას ადვილად გადასალახი არ არის. ჩვენ შეძლებისდაგვარად ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ შიდა ქართლი მაქსიმალურად მოკლე დროში დადგეს ფეხზე. ჩვენ ვგრძნობთ განსაკუთრებულ ვალდებულებას მათ წინაშე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრები ხალხის მხარდაჭერა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ მინისტრმა შიდა ქართლში განხორციელებული პროექტები მიმოიხილა და განაცხადა, რომ 2012 წლიდან 300 ოჯახს საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა, ხოლო გორში საფუძველი ეყრება 480 ბინიანი კორპუსების მშენებლობას, სადაც დევნილები საკუთარ სახლებში დაბრუნებამდე იცხოვრებენ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42