თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე მოსკოვსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს შორის ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებას რუსეთის მხრიდან ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.
ამის შესახებ ჯანელიძემ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის ნიშანი იმის, რომ რუსეთი აგრესიულ პოლიტიკას აგრძელებს.
„ე.წ. ხელშეკრულებების გაფორმება არის ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი და რუსეთის მხრიდან აგრესიული პოლიტიკის გაგრძელების ნიშანია. ბუნებრივია, ეს ზეგავლენას ახდენს იმ უსაფრთხოების გარემოზე, სადაც ვცხოვრობთ და ვსაქმიანობთ. ამ ეტაპზე საქართველოს უსაფრთხოების გარემო მნიშვნელოვნად განპირობებულია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებით, ასევე უკრაინაში მიმდინარე პროცესებით. ამ ფონზე ოფიციალური მოსკოვის და დასავლური სამყაროს მზარდი დაპირისპირებით კიდევ უფრო ახალი რეალობების წინაშე დავდექით“, - განაცხადა ჯანელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






