შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მიიჩნევს, რომ ფარულ მოსმენებზე ე.წ. გასაღები შსს-ს ხელში უნდა იყოს.
ამის შესახებ გომელაურმა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ე.წ. გასაღების შსს-დან გასვლა ბევრ პრობლემას წარმოქმნის.
„მოსმენები შსს-ს ეკუთვნის და თუ მას არ ექნება გასაღები, მაშინ სად უნდა იყოს? ეს ძალიან ბევრ პრობლემას წარმოქმნის. მითუმეტეს, როცა არის საქმეები, რომლებიც სწრაფად გადაწყვეტას საჭიროებს. მაგალითისთვის, გაგახსენებთ ფულის გამოძალვის მიზნით ბავშვის გატაცების ფაქტს. თუ არ იქნება რაღაც ბერკეტები, ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება მუშაობა. მე არ ვიცი ვის როგორ ესმის ეს საკითხი, მაგრამ რთულია როცა დამოკიდებული ვიქნებით 5-6 და 10 გასაღებზე", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შეგახსენებთ, კამპანიამ "ეს შენ გეხება" ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.
მასალის გამოყენების პირობები






