,,მოსკოვი ვერ დაუშვებს თბილისმა ეჭქვეშ დააყენოს აფხაზეთის და სამხ. ოსეთის რუსეთთან ურთიერთობა“ - კარასინი
პოლიტიკა - 13:17, 08 Apr, 2015     3018

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებით, ე.წ. ხელშეკრულება ალიანსისა და ინტეგრაციის შესახებ, რომელსაც ცოტა ხნის წინ მოეწერა ხელი, 2008 წლის შემდეგ სამხრეთ ოსეთთან გაფორმებული 85-ე ორმხრივი ხელშეკრულებაა. ხოლო აფხაზეთთან, სხვადასხვა სფეროში, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე, რუსეთს კიდევ უფრო მეტი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.

„ მინდა ყურადღება გამახვილდეს იმაზე, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზები არსებობს. ესენი ჩვენი მოკავშირე, მეგობარი სახელმწიფოები არიან. ის ისტერიკა კი, რომელიც საქართველოსა და დასავლეთში, სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმებამ გამოიწვია, არის მცდელობა - რეგიონალური სიტუაცია 2008 წლის ომის დროს არსებულ ვითარებას დაუბრუნდეს“ - განაცხადა კარასინმა.

მისივე თქმით, მოსკოვი ვერ დაუშვებს, თბილისმა მუდმივად ეჭვქვეშ დააყენოს, მათი (აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი) მხრიდან რუსეთთან ურთიერთობის გაფართოებისა და განვითარების შესაძლებლობა.

კარასინის განცხადებით, გასული წლების განმავლობაში შემუშავებულ იქნა ინციდენტების თავიდან აცილების მექანიზმები, მიმდინარეობს რეგულარული შეხვედრები ჟენევაში, სადაც საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმოამდგენლების მიერ, რუსეთის, ამერიკელებისა და საერთაშორისო თანათავმჯდომარეების დასწრებით, ერთმანეთის პირისპირ ისეთი პრობლემური თემების განხილვა მიმდინარეობს, როგორიცა სასაზღვრო და კულტური მემკვიდრეობის საკითები, და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღმოფხვრის გზები და სხვა მრავალი.

„ერთი სიტყვით, ვმსჯელობთ პრობლემებზე, რომლებიც მშვიდობიან თანაცხოვრებს უშლის ხელს. დარწმუნებული ვარ, თუკი ამას მშვიდად გავაგრძელებთ, ადრე თუ გვიან საქართველოს ურთიერთობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან კონსტრუქციული გახდება. და ეს რუსეთისთვისაც კარგი იქნება“- აღნიშნა რუსმა დიპლომატმა.


ხატია ლაღიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42