საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის ირაკლი შოთაძის განცხადებით, პროკურატურა ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის საქმესთან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს. თუმცა პროკურორის მოადგილე საზოგადოებას შეპირდა , რომ გამოძიების დეტალების შესახებ უცილებლად მიაწვდის სრულ ინფორმაციას
„მე ვთხოვე საზოგადოებას, ხარძიანის ოჯახს, რომ ამ საქმეზე გამოიჩინონ მოთმინება, რომ პროკურატურასა და საგამოძიებო ორგანოებს მიეცეთ შესაძლებლობა, გეგმაზომიერად იმუშაონ, იმიტომ, რომ საკმაოდ რთული სისხლის სამართლის საქმეზეა საუბარი და კარგად ორგანიზებულ მკვლელობაზე. შესაბამისად, ამ ეტაპზე მე შევიკავებ თავს რაიმე კომენტარისაგან.
მოვისმინე ბევრი კომენტარი ამ საქმესთან დაკავშირებით, თუმცა, ამ ეტაპზე საქართველოს პროკურატურა ოფიციალური კომენტარებისგან, თუ რა დეტალებია საქმეში დადგენილი, თავს შეიკავებს, თუმცა, მინდა შეგპირდეთ, რომ საზოგადოებას გამოძიების დეტალების შესახებ უცილებლად მიეწოდება სრული ინფორმაცია“, - განაცხადა შოთაძემ.
შეგახსენებთ, ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი 28 მარტს საკუთარ სახლთან მოკლეს. ბიზნესმენი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






