"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზურა ჯაფარიძე თანაინვესტირების ფონდის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"მილიარდერმა შექმნა ფონდი კაიმანის კუნძულებზე, შემდეგ თავისი დეიდაშვილი დანიშნა ამ ფონდის მმართველი კომპანიის მოწილედ, შემდეგ ამ კომპანიამ აიღო სესხი იმავე მილიარდერის ბანკიდან, რომლის პროცენტის უდიდესი ნაწილი უნდა გადაგვეხადა ჩვენ, მოქალაქეებს. მას შემდეგ, რაც ეს სქემა გასაჯაროვდა, მილიარდერმა შენიშვნა მისცა საკუთარ საყვარელ დეიდაშვილს, რომელიც ამ საყვედურს არ დაეთანხმა და მივიღეთ ახალი სქემა:
მილიარდერი, კაიმანის კუნძულებზე დარეგისტრირებული კომპანიიდან ფულს ასხამს დეიდაშვილზე გაფორმებულ მმართველ კომპანიაში, რომელიც სესხს იღებს მილიარდერისავე ბანკიდან, რომლის პროცენტის დიდ ნაწილს ისევ მილიარდერი დააფინანსებს.
ჰოდა, თაღლითი თუ არ ხარ, და სათბურის გაკეთება გინდა, მარტივად და პირდაპირ რატომ არ აკეთებ?" - წერს ჯაფარიძე Facebook-ში.
გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" ბიძინა ივანიშვილის ნათესავის უჩა მამაცაშვილისთვის ხელისუფლების მხრიდან ერთ ლარად გადაცემულ ქონებაზე იყო საუბარი. როგორც გადაცემაში ითქვა, საქართველოს სათბურის კორპორაციამ სათბურის ასაშენებლად სესხი ქართუ ბანკიდან შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტისა და სახელმწიფო პროგრამის აწარმოე საქართველოში ფარგლებში მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები






