დღეს თბილისის მერი - დავით ნარმანია საკრებულოს წინაშე ანგარიშით წარსდგება, სადაც განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს, ყოველივე ამის შემდეგ კი დეპუტატების დასმულ შეკითვებს უპასუხებს.
ნარმიანიას დღევანდელ გამოსვლასთან დაკავშირებით, საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალექსანდრე ელისაშვილმა კომენტარი გააკეთა.
"არ ვიცი, რატომ მიაჩნიათ მერიის ჩინოვნიკებს, რომ ქალაქი გუგუნებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ მთელი ქალაქი იგინება, როდესაც ორმოებში არტყამს მანქანებს და ამაზეც დაველაპარაკებით მერს, რომ რა არის ახლა ეს, გვატყუებენ, გვგონია, რომ ორმოები არ არის თუ რა არის. უამრავი პრობლემა არის საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან დაწყებული, სითი-პარკიდან დაწყებული, ავარიული შენობებით დაწყებული, ისტორიული ქალაქით დამთავრებული"-თქვა ელისაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






