"ეს არის ნამდვილად სირცხვილი და არავის ეკადრება ამის გაკეთება" - გიორგი კვირიკაშვილი
პოლიტიკა - 12:25, 08 Apr, 2015     2979

ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე პრემიერმა - გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი საპარტნიორო ფონდთან დაკავშირებით გააკეთა და აღნიშნა რომ სირცხვილია, ადამიანს რომელსაც ქვეყანაში მილიარდ დოლარზე მეტი აქვს ქველმოქმედებაში დახარჯული, დააბრალო რომ შეღავათებით სარგებლობს.

კვირიკაშვილის განმარტებით, პროგრამა - "აწარმოე საქართველოში" არ არჩევს ამ პროგრამის მომხმარებლებს იმის მიხედვით, თუ ვის რა ფინანსური მდგომარეობა აქვს.

"ამ პროგრამით სარგებლობა შეუძლია ყველა ბიზნესმენს. სირცხვილია, რომ ადამიანს, რომელსაც მილიარდ დოლარზე მეტი აქვს საქართველოში ქველმოქმედებაში დახარჯული და კომერციულად არამიმზიდველ ადგილას 40 მილიონი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს, უკიჟინებდე და დააბრალო, რომ რაღაც შეღავათით სარგებლობს. ეს არის ნამდვილად სირცხვილი და არავის ეკადრება ამის გაკეთება. საუბარია იმაზე, რომ ადგილობრივი წარმოებით ჩანაცვლდეს ქვეყანაში შემოსული იმპორტის თითქმის მესამედი", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, იმის თაობაზე რომ სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ფონდის მიერ მიღებული ყველა შეღავათი საკუთარი სახსრებით დაფაროს.

"ბოლო დროს მედიის საშუალებით საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მიერ სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობის თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ფონდის ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა ბიძინა ივანიშვილმა შენიშვნა მისცა ფონდის მმართველი კომპანიის ხელმძღვანელობას აღნიშნული პროგრამებით სარგებლობის შესახებ გადაწყვეტილების მასთან შეუთანხმებლად მიღების გამო. ამასთან, ბიძინა ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, საკუთარი სახსრებით დაფაროს სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ფონდის მიერ მიღებული ყველა შეღავათი. შეღავათების დაფარვა მხოლოდ მისი კაპიტალით განხორციელდება, შესაბამისად, ეს თანხები არ დააწვება ტვირთად ფონდის სხვა ინვესტორებს და პარტნიორ კომპანიებს. ფონდის მმართველი კომპანია არ იზიარებს ხსენებულ შენიშვნას, რადგან მისი ხელმძღვანელობა, მანდატის შესაბამისად, ავტონომიურად იღებს ბიზნესთან დაკავშირებულ ყველა გადაწყვეტილებას და არ აქვს ფონდის ინვესტორებთან მათი შეთანხმების ვალდებულება; ამასთან, საქართველოს თანაინვესტირების ფონდი, ისევე როგორც საქართველოს მასშტაბით მოღვაწე სხვა 100-ზე მეტი კომპანია სახელმწიფო პროგრამაში "აწარმოე საქართველოში" კანონმდებლობასთან სრული შესაბამისობით მონაწილეობდა. ჩვენ ვთვლით, რომ სწორედ ხსენებული სახელმწიფო პროგრამები ხელს უწყობენ საქართველოში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, რათა მან მაქსიმალურად გაუწიოს კონკურენცია მეზობელი ქვეყნებიდან შემოსულ სუბსიდირებულ იმპორტს.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს თანაინვესტირების ფონდი დაარსების დღიდან საქართველოში ინვესტიციების მოზიდვასა და განხორციელებაზე აქტიურად მუშაობს. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იყო და რჩება საქართველოში მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი და წარმატებული ორგანიზაციების დაარსება, რომლებმაც ფონდის პროექტებიდან გასვლის შემდეგაც უნდა შეძლონ წარმატებულად ოპერირება. მმართველი კომპანიის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება სწორედ აღნიშნულ მიზანს ემსახურება", - აღნიშნულია განცხადებაში.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42