რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა, საქართველო-რუსეთის დიალოგსა და არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.
მისი თქმით, მიუხედავად სირთულეებისა, მოსკოვი თბილისთან დიალოგის გაგრძელებას აპირებს.
კარასინის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიზე ძალიან დაბალანსებული და გამოცდილი ადამიანია. როგორც კარასინი აღნიშნავს, გამართულ 9 შეხვედრაზე, მათ ისეთი პრობლემები არ განუხილავთ, რომლებიც არსებულ ვითრებაში გადაუჭრელია. აქცენტი, ორმხრივი ურთიერთობების საკითებზე - სატრანსპორტო, საავიაციო, ჰუმანიტარულ, სავიზო, ქართული ღვინისა და მინერალური წყლის ექსპორტის საკითებზე გაკეთდა.
„მუშაობას ვაგრძელებთ. ფაქტობრივად, კომუნიკაციას ისეთ გარემოში ვამყარებთ, როცა ჩვენს ქვეყნებს დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვთ. ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ის მას შემდეგ გაწყვიტა, რაც სამხრეთ ოსეთს ავანტიურულად დაესხა თავს. მას შემდეგ, ჩვენ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად ვაღიარეთ“- განაცხადა რუსმა დიპლომატმა.
კარასინის თქმით, დღეს, „სააკაშვილის ბუდიდან“ გამოსული ოპოზიციური ძალები ვითარების ხელოვნურად ესკალაციას ცდილობენ და დასძენს, რომ აგრესიულად მოაზროვნე ადამიანები, საკუთარი ინტერესებისთვის იმ ეკონომიკურ სირთულეებს იყენებენ, რის წინაშეც თბილისი დგას.
დიპლომატი აღნიშნავს, მომავლისთვის მნიშნელოვანია, საქართველო გათავისუფლდეს ძველი, მძიმე ანტირუსული განწყობის რეჟიმისგან, რომელიც მიმართული იყო მისი ჩრდილოელი მეზობლისკენ.
„ქვეყანაში ან რეგიონში, ნებისმიერი ნეგატიური ქმედება რუსეთს უკავშირდება. ასეთ სამყაროში ცხოვრება შეუძებელია. ეს არის მაგალითი პოლიტიკური იდიოტიზმისა. განსაკუთრებით, მაშინ როცა პატარა სახელმწიფო წამყვანი ძალის გვერდით არსებობ, შენი გეოპოლიტიკური ამბიციები რაციონალურად უნდა გაზომო. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარ ხალხს გაწირავ. ეს უკვე მოხდა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როცა სააკაშვლმა ქვეყნის ტერიტორიის ერთი მეხუთედი დაკარგა“- აღნიშნა კარასინმა.
მისივე თქმით, საქართველოს ახალი ხელისუფლება, რუსეთთან უფრო პრაგმატული და კონსტრუქციული ურთიერთობის ჩამოყალიბებას ცდილობს. თუმცა რუსული მხარე ბუნებრივია საქართველოში ნატო-ს სასწავლო ცენტრების გამოჩენითა და ალიანსში გაწევრიანების შესახებ გაკეთებული ღია განცხადებებით, აღელვებულია.
„ამ შემთხვევაში, პოზიციის დუალიზმთან გვაქვს საქმე. ჩვენ კი საქართველოსთან ჰარმონიული და მშვიდობიანი ურთიერთობით ვართ დაინტერესებულნი“- დასძინა კარასინმა.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






