ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის უფროსი ირაკლი შიხიაშვილი კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში გია უდესიანთან ერთად იყო.
ამის შესახებ შიხიაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ძალიან გთხოვთ ნუ მელაპარაკებით მჩხიბავების და მისნების თემაზე. თქვენ გჯერათ იმის, რასაც მეკითხებით. ყველა ეს ინფორმაცია ცრუა. უდესიანზე მითუემეტს. ამაზე არასდროს კონსულტაციაც კი არ ყოფილა. მაოცებს ადამიანების ფანტაზიის უნარი. ბოდვაა ეს ყველაფერი“, - განაცხადა შიხიაშვილმა.
„ქრონიკა+“-ის რედაქტორი ელისო კილაძე გია უდესიანის დაუსჯელობის მიზეზად იმ გარიგებას ასახელებს, რომელიც ზვიად ჯანყარაშვილსა და გია უდესიანს შორის საკრებულოში უმრავლესობის დაშლის სანაცვლოდ შედგა, შუამავალი კი ირაკლი შიხიაშვილი იყო. პირობა იყო ის რომ 4 დეპუტატი: ირაკლი შიხიაშვილი, კოკი იონათამიშვილი, ბესარიონ ბენდელიანი და გელა ომანაძე, რომლებსაც პირადად გია უდესიანი აკონტროლებდა, იქნა გადაბირებული და პორტირებული ქარტული ოცნების რიგებში. კილაძის თქმით უდესიანმა ამის სანაცვლოდ ხელშეუხებლობა მიიღო და ამასთანავე ის მომდევნო ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ სიაში იქნებოდა.
მასალის გამოყენების პირობები






