პოლიციელების დაცვის გარანტია 100 ათასი ლარი ხდება - მთავრობას კანონპროექტი მზად აქვს
პოლიტიკა - 10:13, 08 Apr, 2015     1643

მთავრობის ინიციატივით, გარდაცვლილი პოლიციელებისა და სამხედროების ოჯახების კომპენსაცია გათანაბრდება. ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, შესაბამისი კანონპროექტი უკვე მზად არის და ის პარლამენტს განსახილველად უახლოეს მომავალში წარედგინება.

„როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა შეიტყვეს, რომ მზად არის კანონპროექტი, რომლითაც ჩვენ გვსურს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას და კრიმინალთან ბრძოლაში დაღუპული პოლიციელებისა და სამხედროების ოჯახების კომპენსაცია გავათანაბროთ. ნუ ეცდებიან ფარისევლები, მიიწერონ ის, რაც არ გაუკეთებიათ არასოდეს. მათ შეეძლოთ, 9 წლის განმავლობაში ეს გაეკეთებინათ, თუმცა არ გააკეთეს და ჩვენს გაკეთებულს ნუ მიიწერენ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამხედროების ოჯახებისთვის ერთჯერადად 100 ათას ლარიანი კომპენსაციის დაწესება, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა იყო.

პრემიერმა ასევე ისაუბრა იმ შეღავათებზე, რომლებითაც პოლიციელები ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სარგებლობენ.

„მნიშვნელოვნად გავზარდეთ სოციალური დახმარება. თანამშრომლები იღებენ კომპენსაციას დაქორწინების, შვილის შეძენის და ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, რისთვისაც 2013-2014 წლებში 7 700 000 ლარი გამოვყავით. პოლიციელების და მათი ოჯახის წევრების სამედიცინო მკურნალობის ხარჯები პრაქტიკულად გაორმაგდა; ვუფინანსებთ საზღვარგარეთ მკურნალობას, რისთვისაც ბოლო ორი წლის განმავლობაში 6 200 000 ლარი დაიხარჯა. იქამდე ამის ნახევარიც არ იყო. პატრულ-ინსპექტორებს და მესაზღვრეებს ხელფასები გაეზარდათ, დახმარებას იღებენ მრავალშვილიანი პოლიციელები - 4 შვილის შემთხვევაში - 250 ლარს, 5 და მეტი შვილის შემთხვევაში შესაბამისად - 375 და 500 ლარს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42