ივანიშვილი თანაინვესტირების ფონდის მიერ მიღებულ ყველა შეღავათს საკუთარი სახსრებით დაფარავს
პოლიტიკა - 00:03, 08 Apr, 2015     2013

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის განცხადებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, რომელიც ფონდის სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობას ეხებოდა, ბიძინა ივანიშვილისგან შენიშვნა მიიღეს. აღნიშნულთან დაკავშირებით თანაინვესტირების ფონდი განცხადებას ავრცელებს.

"ბოლო დროს მედიის საშუალებით საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მიერ სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობის თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ფონდის ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა ბიძინა ივანიშვილმა შენიშვნა მისცა ფონდის მმართველი კომპანიის ხელმძღვანელობას აღნიშნული პროგრამებით სარგებლობის შესახებ გადაწყვეტილების მასთან შეუთანხმებლად მიღების გამო. ამასთან, ბიძინა ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, საკუთარი სახსრებით დაფაროს სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ფონდის მიერ მიღებული ყველა შეღავათი. შეღავათების დაფარვა მხოლოდ მისი კაპიტალით განხორციელდება, შესაბამისად, ეს თანხები არ დააწვება ტვირთად ფონდის სხვა ინვესტორებს და პარტნიორ კომპანიებს. ფონდის მმართველი კომპანია არ იზიარებს ხსენებულ შენიშვნას, რადგან მისი ხელმძღვანელობა, მანდატის შესაბამისად, ავტონომიურად იღებს ბიზნესთან დაკავშირებულ ყველა გადაწყვეტილებას და არ აქვს ფონდის ინვესტორებთან მათი შეთანხმების ვალდებულება" - აცხადებს საქართველოს თანაინვესტირების ფონდი და აღნიშნავს, რომ აწარმოე საქართველოში კანონმდებლობასთან სრული შესაბამისობით მონაწილეობდა.

"ჩვენ ვთვლით, რომ სწორედ ხსენებული სახელმწიფო პროგრამები ხელს უწყობენ საქართველოში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, რათა მან მაქსიმალურად გაუწიოს კონკურენცია მეზობელი ქვეყნებიდან შემოსულ სუბსიდირებულ იმპორტს. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს თანაინვესტირების ფონდი დაარსების დღიდან საქართველოში ინვესტიციების მოზიდვასა და განხორციელებაზე აქტიურად მუშაობს. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იყო და რჩება საქართველოში მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი და წარმატებული ორგანიზაციების დაარსება, რომლებმაც ფონდის პროექტებიდან გასვლის შემდეგაც უნდა შეძლონ წარმატებულად ოპერირება. მმართველი კომპანიის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება სწორედ აღნიშნულ მიზანს ემსახურება", - აღნიშნულია განცხადებაში.

გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" ბიძინა ივანიშვილის ნათესავის უჩა მამაცაშვილისთვის ხელისუფლების მხრიდან ერთ ლარად გადაცემულ ქონებაზე იყო საუბარი. როგორც გადაცემაში ითქვა, საქართველოს სათბურის კორპორაციამ სათბურის ასაშენებლად სესხი ქართუ ბანკიდან შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტისა და სახელმწიფო პროგრამის აწარმოე საქართველოში ფარგლებში მიიღო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42