„შალვა აბულაძემ იცის მე ვინა ვარ, ჩვენ გვყავს საერთო მეგობრები, მე მინდა მას მივმართო და მის მეგობრებს. შალვა აბულაძე უნდა ჩაბარდეს სამართალდამცავ ორგანოებს. ძალიან ცუდი რამე მოხდა, საკმარისია ის მსხვერპლი რაც გვაქვს. სახიფათო ზღვარზე მივედით, იგეგმება მისი ლიკვიდაციაც. მე მას მოვუწოდებ, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ პირობებში, მან იცის სად უნდა მომძებნოს, თუ მას სურვილი გაუჩნდება. თუ ის გადაწყვეტს ჩაბარებას, მე ვიქნები ის ადამიანი, რომელიც ბოლომდე მასთან ერთად იქნება, რომ არ მოხდეს მისი ლიკვიდაცია. თუ ის თვლის , რომ ის არის უდანაშაულო, ის უნდა წავიდეს სამართლებრივი გზით.
ის არის შეიარაღებული, ის არის საკმაოდ ცივი გონების კრიმინალი და მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ფორმიანი ადამიანი, რომელიც მას ქუჩაში შეხვდება. ჩვენი ამოცანა არის ყველა იმ ადამიანის გადარჩენა , რომელიც შესაძლოა გახდეს შალვა აბულაძის მსხვერპლი“- განაცხადა ელისო კილაძემ
მასალის გამოყენების პირობები






