ისევ მუშაობს თუ არა ვალერიან ზუმბაძე თავდაცვის უწყებაში
პოლიტიკა - 21:24, 07 Apr, 2015     2224
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, იმასთან დაკავშირებით, რომ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი ვალერიან ზუმბაძე თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ავტომობილით სარგებლობს და უწყებაში ისევ დადის, თავად სამინისტრო გამოეხმაურა.უწყების ინფორმაციით, ვალერიან ზუმბაძე თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი არ არის.

„ვალერიან ზუმბაძე თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი არ არის. მას შემდეგ, რაც მან გადადგომასთან დაკავშირებით განცხადება დაწერა და ავტომატურად გადავიდა კადრების განკარგულებაში, შესაძლებელია, რამდენჯერმე იმყოფებოდა სამინისტროში, რაც უკავშირდებოდა მისი ფუნქცია-მოვალეობების გადაბარების პროცესს“,- აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

უწყების ცნობით, ვალერიან ზუმბაძე ამჟამად არ სარგებლობს თავდაცვის სამინისტროს ავტომობილით. აღნიშნული ავტომობილით, მათივე ცნობით, სარგებლობს სხვა პირი, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მოქმედი თანამშრომელი.

ოფიციალური დოკუმენტების თანახმად საქართველოს თავდაცვის მინისტრის, მინდია ჯანელიძის ბრძანებით, ვიცე- პოლკოვნიკი ვარლამ ზუმბაძე გენერალური ინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილის თანამდებობიდან 2015 წლის 12 თებერვალს გათავისუფლდა და კადრების განყოფილებაში იქნა გადაყვანილი.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42