იარაღის შეძენა თავის მოწონებად არ უნდა ითვლებოდეს- იუსტიციის მინისტრი
პოლიტიკა - 19:19, 07 Apr, 2015     1250
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საკანონმდებლო ორგანოს მოუწოდებს, იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების გამკაცრებასთან დაკავშირებით კანონში ცვლილების შეტანა დააჩქაროს. ამასთან დაკავშირებით წულუკიანმა განცხადება სპორტული შეჯიბრების მანიპულაციების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

წულუკიანი თქმით დანაშაულს ერთი ცალკეული ცვლილება და ერთი ცალკეული კანონი ვერ დაამარცხებს, რადგანაც სახელმწიფოს ის სპექტრი და მრავალფეროვანი მექანიზმები უნდა ჰქონდეს, რითაც დანაშაულს შეიძლება ებრძოლოს.

„ ყოველთვის ვიცავდი და დღესაც ვიცავ იმ პოზიციას, რომ ჩვენს ქვეყანაში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება და გამოყენება აკრძალულია, მაგრამ ასევე, კანონიერად შეძენის წესები უნდა გამკაცრდეს. ყველას არ უნდა ჰქონდეს იარაღზე ადვილად წვდომა. ეს ჩემი პოზიციაა, თუნდაც კანონიერად იარაღის შეძენა თავის მოწონებად არ უნდა ითვლებოდეს და ამას ყველა ერთად უნდა შევებრძოლოთ, მათ შორის, კანონის ძალით“, - განაცხადა თეა წულუკიანმა და პარლამენტს იარაღთან დაკავშირებით კანონის მიღების დაჩქარებისკენ მოუწოდა

„კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო პარლამენტს იმ კანონის მიღება დააჩქაროს, რომელიც იარაღზე კანონიერ წვდომას აძნელებს. ჩვენ ერთ დანაშაულთან ბრძოლის ერთ-ერთ რიგით, მაგრამ მნიშვნელოვან მექანიზმად უნდა ვაქციოთ“, - განმარტა იუსტიციის მინისტრმა.

იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების გამკაცრებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ინიციატორი იუსტიციის სამინისტროა. ის პარლამენტში უკვე რამდენიმე თვეა, გადაგზავნილია, თუმცა, მისი მიღება როგორც იუსტიციის მინისტრი აცხადებს, ჭიანურდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42