“ივერია” ხელისუფლებას ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
პოლიტიკა - 17:47, 07 Apr, 2015     1474

საზოგადოებრივი მოძრაობა “ივერია” სპეციალურ განცხადებას ავრცლებს და აცხადებს, რომ საქართველოში ინსტიტუცების ნგრევა მიმდინარეობს, რასაც "ივერიას" აზრით სავალალო შედეგები მოჰყვება. შერყეული სახელმწიფოებრიობის მაგალითად მათ რამდენიმე დღის წინ პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმა მოჰყავთ. საზოგადოება "ივერიას" განცხადებას "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:


"ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში თვალნათლივ შეინიშნება ფუნდამენტური სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევის უკიდურესად საშიში პროცესი.

ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენს ქვეყანაში მმართველი გუნდის სახით არასახელმწიფოებრივი მენტალიტეტის მატარებელი ადამიანების მოსვლა ქვეყნის უმაღლეს თანამდებობებზე, რომელთათვის დამახასიათებელია არაკომპეტენტურობა, უპასუხისგებლობა და ნეპოტიზმი. ასეთი პირების მმართველ პოზიციებზე ყოფნამ გამოიწვია ანტისახელმწიფოებრივი და არაეთიკური ხედვების და მართვის სტილის სახელმწიფო უწყებების სიღრმეში ჩაღწევა.

ეს ტენდენცია უპირველესად შეეხო ქართულ პოლიციას, რომელიც სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის ურთიერთობის პირველ და უმნიშვნელოვანეს რგოლს წარმოადგენს. მის სიმტკიცეზეა დამოკიდებული საზოგადოებრივი მართლწესრიგი და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება.

ე.წ. “კრიმინალური ავტორიტეტებისთვის” მემორიალის დადგმა, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მტკიცებულებათა გარეშე დაპატიმრება, პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ოფიციალური სტრუქტურის წარმომადგენელთა მიერ საზღვრის კანონსაწინააღმდეგო გადაკვეთის ხელშეწყობა, საზღვარგარეთიდან დეპორტირებული ე.წ “კანონიერი ქურდების” ქვეყნიდან გაპარება, მმართველ წრეებთან დაახლოებული “ხელშეუხებელი” პირების მანკიერი ფენომენის გაჩენა, სისხლის სამართლის (მათ შორის მძიმე) მუხლებით გასამართლებული პატიმრების უპასუხისმგებლო მასობრივი ამნისტირება და მათი დიდი ნაწილისთვის პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭება წარმოადგენს არასრულ სიას შექმნილი სახიფათო და არაპროგნოზირებადი მდგომარეობისა, რაც არყევს სახელმწიფოს საფუძვლებს და სასიცოცხლო საფრთხეს უქმნის მის არსებობას.

სწორედ შერყეული სახელმწიფოებრიობის მაგალითია რამდენიმე დღის წინ უპასუხისგებლო ამნისტიით გათავისუფლებული პირის მხრიდან პოლიციელებზე შეიარაღებული თავდასხმა, რასაც ბექა მარგიშვილის სიცოცხლე შეეწირა.

საზოგადოებრივი მოძრაობა “ივერია” საქართველოს ხელისუფლებისაგან მკაცრად მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საკუთარი დესტრუქციული და ანტისახელმწიფოებრივი პრაქტიკა და ინსტიტუციების ნგრევისკენ მიმართული პოლიტიკა, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენი სამშობლოს მშვიდობიან, თავისუფალ და დემოკრატიულ არსებობას."- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42