შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რომ შალვა აბულაძე უმოკლეს დროში დააკაონ.
ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.
"არ მინდა, წინასწარ გავაკეთო განცხადება დეტალებზე. ყველა დარწმუნებულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროზე ძალიან მისი დაკავება არავის არ უნდა. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა იგი უმოკლეს დროში დავაკავოთ", - განაცხადა გომელაურმა.
4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით პიროვნება შეაჩერეს. აღნიშნულმა პირმა მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა.
მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები






