ნარმანიამ ავარიული სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
პოლიტიკა - 15:11, 07 Apr, 2015     1199


თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გრობოედოვის 20-ში და ინგოროყვას 18-ში ავარიული სახლების მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

მიმდინარე სამუშაოებს ასევე გაეცნენ მერის მოადგილე გიორგი სოლომონია, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი ავთანდილ სუდაძე, მთაწმინდის გამგებელი გელა არჩვაძე.

თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, ამ ეტაპზე 35-ზე მეტ ეზოსა და სახლში მიმდინარეობს როგორც კონსტრუქციული, ისე გამაგრებითი სამუშაოები 10 000 000 ლარამდე ჯამური ღირებულებით.

„ამინდების გამოსვლისთანავე სამუშაოების ტემპმა იმატა. შესრულებული სამუშაოების ხარისხს მუნიციპალური ლაბორატორია ყოველდღიურ რეჟიმში ამოწმებს, რათა კონტრაქტორმა კომპანიებმა ხარისხიანად შეასრულონ დაკვეთილი სამუშაო“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

გრიბოედოვის 20-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება 2014 წლის დეკემბერში დაიწყო და 2015 წლის მაისში დასრულდება. სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 600 000 ლარამდეა გამოყოფილი. პროექტის მიხედვით, რეაბილიტაციის ფარგლებში კაპიტალურად გამაგრდება საცხოვრებელი კორპუსი, საძირკველი, დაბზარეული კედლები და დაზიანებული ღობები, მოეწყობა შიდა ეზო. სამუშაოების დასრულების შემდეგ საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციის ვადა მნიშვნელოვნად გახანგრძლივდება.

რაც შეეხება ინგოროყვას 18-ში მდებარე საცხოვრებელ სახლს, უკვე დამუშავდა საძირკვლის გრუნტი, ლითონის კონსტრუქციით მთლიანად გარემონტდება ეზოში შესასვლელი თაღისა და კარის ღობები, დაზიანებულ ავარიულ კედლებზე მოეწყობა არმატურის ბადე, გამოიცვლება კომუნიკაცია და სხვა. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საერთო ჯამში 97 600 ლარი დაიხარჯება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42