შენიშვნები სერიოზულია- "ქართული ოცნება" ლევან ყიფიანის საკითხს განიხილავს
პოლიტიკა - 14:11, 07 Apr, 2015     1239

საპარლამენტო უმრავლესობას სპორტის და ახალგაზრდობის სამქეთა მინისტრთან კვლავ შეკითხვები აქვს. დღეს, „ქართული ოცნების“ ფრაქციის სხდომაზე განსახილველი ერთერთი მთავარი საკითხი ლევან ყიფიანის საქმიანობა იქნება. სხდომაზე სპორტის და ახალგაზრდობის კომიტეტის მიერ მომზადებულ დასკვნას განიხილავენ, სადაც სამინისტროს საქმიანობაში დაფიქსირებულ ხარვეზებზეა საუბარი.

სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შოთა ხაბარელი აცხადებს, რომ კომიტეტის მიერ მომზადებულ დასკვნაში საუბარია ინფრასტრუქტურასა და სამინისტროს კადრებზე.

„გაცემულია პასუხი, დასკვნა დადებულია, ყველაფერი წერია იქ და შეგვიძლია პირდაპირ დამატებით გავცეთ პასუხი. საუბარი არა მხოლოდ სპორტის სახეობაზეა, არამედ საერთოდ მასობრიობაზე, ინფრასტრუქტურაზე და კადრებზეა საუბარი, მთელი 70% დეფიციტია პროფესიონალი კადრების ქვეყანაში. არ მოხდა კადრების გადამზადება, მომზადება, ტრენინგები ამასთან დაკავშირებით და სხვა უამრავი საკითხია განსახილველი“,-განაცხადა შოთა ხაბარელმა.

უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ ამ საკითთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს სამუშაო პროცესია, მაგრამ ამავე დროს კომიტეტის მიერ მომზადებულ დასკვნაში სერიოზული შენიშვნებია დაფიქსირებული.

„შენიშვნები საკმაოდ სერიოზულია. ზოგ შენიშვნას ეთანხმება ლევან ყიფიანი და მთავრობა, ზოგ შენიშვნას არ ეთანხმება, ზოგ საკითხებზე დაწყებული აქვს მუშაობა. ასე რომ ეს არის სამუშაო პროცესი, რომელიც მუდმივად იქნება და ჩვენ არ გვინდა იმის გამო, რომ რაღაც პოლიტიკურ ოპონენტებს არ მივცეთ საუბრის თემა, ამის გამო დავაკლოთ საქმიანი ურთიერთობა და თუნდაც შენიშვნები“,-განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ , რომ ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა დღეს კაჭრეთში იმარეთება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42