"ზვიად ჯანყარაშვილს, გია უდესიანს და ლაშა ნაცვლიშვილს, ყველაფრის მიუხედავად მაინც მოუწევთ ციხეში ჩაჯდომა და მსგავსი სარჩელებით ისინი ვერაფერს ვერ მოიგებენ. მე მათ ვურჩიე რომ ერთობლივი ადვოკატი აეყვანათ. წერონ სარჩელები თავისი ცოლის ნათესავების და „გარდამავალი დროშების“ ხელით, ზვიად ჯანყარაშვილი პასუხს აგებს ძალიან ბევრ რამეზე, არა ხოლოდ იმაზე, თუ როგორ უშლიდა ხელს ფინანსური სამართლიანობის და საერთოდ სამართლიანობის აღდგენას, არამედ შს სამინისტროში მოღვაწეობის პერიოდზეც, იმაზე თუ რას აკეთებდა ის შსს-ში, ვის ლობირებდა, ვის აწინაურებდა, როგორ ერეოდა არა მარტო კერძო არამედ სახელმწიფო კომპანიების საქმიანობაში, აი ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაცია მალე საზოგადოებითვის ცნობილი გახდება, ჯანყარაშვილს და უდესიანს მატროსოვის კარამდე პირადად მე მივაცილებ "- განაცხადა ირაკლი კორძამიამ.
შეგახსენებთ, დღეს ზვიად ჯანყარაშვილმა ირაკლი კორძაიას წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ზვიად ჯანყარაშვილი კორძაიასგან კომპენსაციის სახით 5 ათას ლარს და ბრალდების უარყოფას ითხოვს. ირაკლი კორძაია ხარძიანის მკვლელობაში გია უდესიანს ადანაშაულებს. მისი თქმით, უდესიანის შესახებ არსებობს არაერთი ჟურნალისტური გამოძიება, რომლის მიხედვითაც იკვეთება, რომ ის მრავალპროფილიანი სისხლის სამართლის დამნაშავეა, თუმცა, კორძაიას თქმით, არ არსებობს გამოძიება, რადგან უდესიანს ლაშა ნაცვლიშვილი და ზვიად ჯანყარაშვილი მფარველობენ.
მასალის გამოყენების პირობები






