ყოფილი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი უმრავლესობის წევრის თინა ხიდაშელის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ „ეს კანონის შესაბამისი განცხადებაა“.
მისი თქმით, ის, რომ თავის დროზე სამართალდამცავი სტრუქტურების რეფორმა ვერ განხორციელდა, მისი ნაკლი არ არის.
„ეს არის კანონის შესაბამისი განცხადება პოლიტიკოსია და აქვს უფლება ეს განცხადება გააკეთოს. საჯაროდ არის გაცხადებული, რომ სამართალდამცავი ორგანოების, მათ შორის პროკურატურის რეფორა უნდა მოხდეს. ჩემი სურვილი იყო, რომ ეს ცოტა ადრე განხორციელებულიყო, მაგრამ იმ დროში ვერ განხორციელდა. ეს ჩემს ნაკლად არ შეიძლება განვიხილოთ, ვინაიდან ეს ხელისუფლების გადაწყვეტილებაა. ხელისუფლებამ დღეს გადაწყვიტა ასე და მე განსხვავებული აზრი მქონდა“, - განაცხადა კბილაშვილმა.
შეგახსენებთ, თინა ხიდაშელის განცხადებით ხელისუფლების მთავარი შეცდომა იყო, რომ პროკურატურა არჩილ კბილაშვილს და ლაშა ნაცვლიშვილს ანდო.
მასალის გამოყენების პირობები






