"2008 წელს გამოიყო თანხა დევნილების ბინებით უზრუნველსაყოფად. ეს პროცესი გაწერილი იყო გრაფიკის მიხედვით, მაგრამ დევნილების შესახლება მხოლოდ წელს გახდა შესაძლებელი. ამ პროცესის დაწყებისთანავე დევნილებში გაჩნდა უკმაყოფილება, რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ ბინების გადაცემა შსაძლოა შერჩევითად მიმდინარეობს და არა სოციალური ქულების მიხედვით. დევნილები ითხოვენ ითხოვდნენ მინისტრთან შეხვედრას, მაგრამ ამ თხოვნას რეაგირება არ მოჰყოლია. დევნილებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს და 6 დღის განმავლობაში ფოთში შიმშილობდნენ. შემდეგ 11 ოჯახი ფეხით გამოემართა თბილისისკენ და 360 კილომეტრის გავლის შემდეგ, ნაწილი მათგანი ბინით დააკმაყოფილეს. თუკი მათი მოთხოვნა უკანონო იყო, მაშინ პროტესტის გამოხატვის შემდეგ რატომ მოხდა დაკმაყოფილება? გარდა ამისა, ერთ-ერთმა, ბედიების ოჯახმა სასამართლო პროცესი მოიგო. თუმცა, ჯერ კიდევ არ არის შესახლებული", - განაცხადა ხერხეულიძემ.
ეკა ხერხეულიძემ კონკრეტულად კონჯარიების ოჯახზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ქალმა სამ არასრულწლოვან შვილთან ერთად აუთვისებელი ფართი დაიკავა, საიდანაც აღსრულების სამსახურმა გამოასახლა და დღემდე არასრულწლოვან ბავშვებთან ერთად კიბის უჯრედში ცხოვრობს.
სოზარ სუბარს „ნაციონალური მოძრაობა“ უმცირესობის სხდომის ფორმატში იბარებს.
მასალის გამოყენების პირობები






