უმრავლესობის წევრის გია ვოლკის თქმით, იარაღის შესახებ კანონის გამკაცრებასთან დაკავშირებით პარლამენტში განხილვები ინტენსიურად მიმდინარეობს და პოლიციელებზე გახშირებული თავდასხმები ამ ფაქტს არ უკავშირდება.
ამის შესახებ ვოლსკიმ იუსტიციის მინისტრის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, სადაც თეა წულუკიანმა გაკვირვება გამოთქვა, რომ „იარაღის შესახებ“ კანონი პარლამენტში ჰაერშია გამოკიდებული.
„ამ კანონის მიღებით დანაშაულებების პრევენცია არ ხდება. ის მხოლოდ ზღვარს ავლებს კანონიერებასა და უკანონობას შორის“, - განაცხადა ვოლსკიმ.
კანონპროექტის მიღებასა და პოლიციელებზე თავდასხმას შორის კავშირს ვერ ხედავდ უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი ეკა ბესელია.
„უკანონო იარაღის ტარება ისჯებოდა, ისჯება და დაისჯება მომავალშიც. ეს კანონპროექტი ეხება სრულიად სხვა პროცედურებს, ნებართვებს, ვისაც იარაღის კანონიერად ტარების უფლება აქვს“, - განაცხადა ბესელიამ.
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, დანაშაულთან ბრძოლის სტრატეგია უნდა გადაიხედოს. თუმცა მინისტრი აქვე აღნიშნა, რომ საქართველო ნულოვანი ტოლერანტობის კულტურას არ დაუბრუნდეს.
„მიკვირს, რომ დღემდე პარლამენტში ჰაერშია გამოკიდებული "იარაღის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც პრემიერის დავალებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად პარლამენტში წარვადგინეთ“, - განაცხადა წულუკიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






