იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, დანაშაულთან ბრძოლის სტრატეგია უნდა გადაიხედოს.
თუმცა მინისტრი აქვე აღნიშნა, რომ საქართველო ნულოვანი ტოლერანტობის კულტურას არ დაუბრუნდეს.
"პირველ რიგში მინდა გარდაცვლილი პოლიიელის ოჯახს მივუსამძიმრო. ვიცი, რომ არც ერთი პოლიციელის, ძალოვანის და საზოგადოების წევრის გულში მისი ხსოვნა დავიწყებული არ იქნება. ჩვენ შეგვიძლია კანონის გაკაცრებით ვებრძოლოთ დანაშაულს, თუმცა ეს საკმარისი არ არის. მიკვირს, რომ დღემდე პარლამენტში ჰაერშია გამოკიდებული "იარაღის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც პრემიერის დავალებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად პარლამენტში წარვადგინეთ. ალბათ დროა, იარაღთან დაკავშირებით წესები გამკაცრდეს. რა თქმა უნდა, დანაშაულთან ბრძოლის სტატეგიას უნდა გადავხედოთ, ოღონდ ისე, რომ საქართველო ნულოვანი ტოლერანტობის კულტურას არ დაუბრუნდეს", - აღნიშნა წულუკიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






