დამნაშავე პირები არ უნდა გრძნობდნენ, რომ მათ ჰყავთ მფარველი ხელისუფლებაში - ნიკა ჩიტიძე
პოლიტიკა - 17:59, 06 Apr, 2015     680
,,ბევრი სისხლის სამართლის დამნაშავის ამნისტიით საპატიმრობეიდან გამოსვალა გახდა იმის მიზეზი, რომ დღეს საქართველოში კრიმინალური ვითარება არის გაუარესებული. ამნისტიამ ხელი შეუწყო კრიმინალური შემთხვევების ზრდას, ამიტომ ხშირ შეთხვევაში ჩნდება განცდა, რომ დღეს საქართველოს მოქალაქეები დაუცველები არიან" - ბოლო პერიოდში გახშირებულ მკვლელობებსა და ქვეყანაში შექმნილ კრიმინოგენულ ვითარებაზე ,,ნიუპოსტი" ექსპერტ ნიკა ჩიტიძეს ესაუბრა.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ თავის დროზე ნულოვანი ტოლერანტობის გამოცხადება კრიმინალის მიმართ მკაცრი ზომების გატარებას გულისხმობდა, რასაც გარკევული შედეგი ჰქონდა კიდეც.

_ნულოვანი ტოლერანტობა გულისხმობდა იმას, რომ მკაცრი ზომები გატარებულიყო კრიმინალის მიმართ და ეს ზომები თავის დროზე გატარდა კიდეც. 2006-2011 წლებში საქართველოში დანაშაულის რაოდენობა დახლოებით 32 ათასი ერთეულით შემცირდა.

ნიკა ჩიტიძე მიიჩნევს, რომ მას შემდეგა რაც პატიმრები უდოს შეწყალებით ან ამნისტიით გამოდიან ხშირ შემთხვევაში ვერ ხდება მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში.

_როგორ უნდა მოიქცეს ამ კუთხით სახელმწიფო და რა უნდა შეიცვალოს?

_საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ ყოფილი სისხლის სამართლის დამნაშავეები უნდა იყვნენ აღრიცხვაზე აყვანილი. უნდა იქნეს შესწავლილი, თუ რამდენად მოხერხდა მათი ინტეგრაცია საზოგადოებასთან და გარდა ამისა მკაცრი ზომები უნდა გატარდეს ყველა კანონდარღვევის მიმართ.

ხშირია შემთხვევები, როდესაც კანონდარღვევასთან დაკავშირებით გამოძიებაც კი არ ტარდება, მაგალითად შეგვიძლია გავიხსენოთ ყურშიტაშვილის შეთხვევა ან თუნდაც ბორჯომის ინციდენტი, როდესაც საპატრულო პოლიციის თანამშრომელს მიაყენეს შეურაცხყოფა. ეს ადამიანები გრძნობდნენ, რომ მათ ჰყავდათ მფარველი და ამიტომაც იქცეოდენ ასე. აქედან გამომდინარე მკაცრი ზომების გასატარებლად საჭიროა, რომ პირველ რიგში შს სამინისტროს უმაღლესი ეშელონების წარმომადგენლები უნდა იყვნენ წარმოდგენილი, როგორც რეფორატორები, რომლებიც დაინტერესებული არიან ქვეყანაში კრიმინალის შემცირებით და არა ისე როგორც დღეს ხდება, როდესაც ეს ადამიანები მფარველობენ ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს.

_მფარველობაში რას გულისხმობთ?

_თუნდაც ყურშიტაშვილის შემთხვევას, როდესაც მას ჰყავდა მფარველი და თურმე საპატრულო პოლიციას ის არ უნდა გაეჩერებინა. ასევე ის ნასვამი ადამიანები, რომლებმაც ჩათვალეს, რომ ჰყავდათ მფარველი და პოლიციელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

_თქვენ ფიქრობთ რომ სამართალდამცავ ორგანოებში სისუსტე შეინიშნება?

_დიახ, მე ვფიქრობ რომ ასეა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42