„ახლა არა? აქვთ ლიკვიდაციის უფლება? ისევ იტყუები, ჰაკიმ? ვინ დაგიჯერებს, სანამ ზუსტად მაგ უფლების გამოყენებისთვის, საკუთარი მოვალეობის შესრულებისათვის, საკუთარ ტყუილებში გახლართულს, ეგებ და რაიმე საშენო ჩვენების მისაღებად შვიდი სპეცრაზმელი ჯერ იმდღეს გამინისტრებულ მათ კოლეგას გააწირინე, დაიჭირე, დარღვევით გლდანში ამყოფე და ახლაც გიზის. ტყუილებისგან იმსიგრძე ცხვირი გაგიხდა, კილომეტრიდან ხედავს ყველა. რატომ არ ყვები, მკვლელი შალალოს ადგილმდებარეობა თებერვალში ბორჯომში რომ დაადგინეთ, სპეცრაზმი ოპერაციაზე რომ არ გავიდა? რატომ არ ყვები, ლოგიკურად რომ აგიხსნეს, რის გამო იქცევიან ასე? რომ აბულაძემ პოლიციელებს უბრალოდ პოლიციის ფორმის გამო ესროლა და დაკავების ოპერაციისას რა თქმა უნდა, მათაც ესროდა. ანუ, საპასუხო ცეცხლის გახსნა და შესაძლოა, ლიკვიდაცია მოუხდებოდათ, თქვენ კი ამგვარი მოქმედებისთვის სპეცრაზმელები ციხეში გიზით. ამიტომ, ბრექვას შეეშვი, უნიათოვ, სპეცრაზმელები გაათავისუფლე, ბოდიში მოუხადე და ჩაბარდი დავიწყებას.“- წერს გივი თარგამაძე.
მასალის გამოყენების პირობები






