„პირველ რიგში რაც უნდა ითქვას არათუ რაიმე არალეგალურ ფორმირებებზე არაა საუბარი ეს ინფორმაცია გასაიდუმლოებულიც არ იყო რომ ამ ტიპის სტრუქტურები იქმნებოდა. ჯერ კიდევ 2010 წელს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა საჯაროდ რომ 2008 წლის აგრესის შემდეგ დაწყებული პროცესი რეზერვის რეფორმირების დასრულდა და მიღებული იქნა გადაწყვეტილება რომ ორი ტიპის სტუქტურა იქმნებოდა. ერთი იყო ტერიტორიული რეზერვი, რომელიც ინფრასტრუქტურას დაიცავდა შესაძლო სამხედრო აგრესსის პირობებში ანუ სამოქალაქო თავდაცვის სისტემის ნაწილი იყო,. მეორე იყო ეგრეთწოდებული საარმიო რეზერვი სადაც იქნებოდნენ ვეტერანები და სამხედრო გამოცდილების ხალხი,რომელთაც შეიძლება პარტიზანული ფუნქციებიც ქონოდათ იმ ცუდი სცენარის პირობებში თუკი სამხედრო აგრესია იქნებოდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ. თარიღებიც კი მახსოვს თუ არ ვცდები, ეს იყო 2010 წლის ოქტომბერი. შემდეგ კომიტეტის თავჯდომარე თარგამაძემ ღიად ისაუბრა ამასთან დაკავშირებით მედიასთან 2011წელს.“- განაცხადა გიგა ბოკერიამ და აღნიშნა რომ უცნაურია როდესაც ხელახლა ხდება ხოლმე აღმოჩენა, თითქოს რაიმე სკანდალურთან და გასაიდუმლოებულ ფაქტზე იყო საუბარი. ამასთანავე ბოკერია აცხადებს, რომ თუ ამ ჯგუფის რომელიმე წევრმა დანაშაული ჩაიდინა ისევე უნდა იყოს გამოძიებული, როგორც ყველა სხვა მოქალაქის ან თანამდებობის პირის მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაული:
„ მაშინ მაშინდელი ოპოზიცია აკეთებდა ამას, თითქოს აღმოაჩინეს რაღაც, სკანდალია გასაიდუმლოებული. ეს იყო აბსოლუტურად ლოგიკური დასკვნა იმ პრობლემების ფონზე რომლიც 2008 წლის რუსეთის აგრეესიის დროს გამოჩნდა რეზერვის მაშინდელ სისტემასთან დაკავშირებით და იყო სწორი გზა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად. არც არალეგალური ყოფილა ამაში არაფერი და არც გასაიდუმლოებული საზოგადოებისგან. ბატონმა ალასანიამ 2012წელს ეს აღმოაჩინა და გააკეთა სკანდალური განცხადება და იქვე აღმოჩნდა საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში,იმიტომ რომ იქვე იქნა გახსენებული, რომ ერთ წლით ადრე ეს ყველაფერი საჯაროდ ითქვა და აქ არაფერი საიდუმლო ან რაიმე არალეგალური და ქვეყნისთვის სახიფათო კი არა, პირიქით ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად გაკეთებული სტრუქტურები იყო და არც გაგვიგია რომ სადმე რამე პრობლემები შექმნილიყო ამ სტრუქტურებისგან პოლიტიკური ან რაიმე სხვა სახის. ეს ყველაფერი კეთდებოდა იმ ცუდი სცენარითვის თუკი ქვეყნის წინააღმდეგ იქნება ფართო მაშტაბიანი აგრესია. რეზერვის ამ სტრუქტურის გაგრძელება არ მომხდარა. ამ ტიპის რეზერვის ჩამოყალიბება იყო სახელმწიფოს სწორი გადაწყვეტილება, ეს ყველაფერი იყო საჯაროდ განცხადებული თუ რა მიმართულებით მიდის ქვეყანა და ამაში არაფერი არც საიდუმლო და არც კანონსაწინააღმდეგო არ ყოფილა. თუკი ამ ჯგუფის რომელიმე წევრმა ჩაიდინა რაიმე ტიპის დანაშაული, ეს რათქმაუნდა ისევე უნდა იყოს გამოძიებული, როგორც ყველა სხვა მოქალაქის ან თანამდებობის პირის მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაული”- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მასალის გამოყენების პირობები






