მამაცაშვილმა ლარად გადაცემულ ქონებაზე დამატებით 5 მლნ ლარზე მეტი მიიღო- ენმ
პოლიტიკა - 15:15, 06 Apr, 2015     2847

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ყოფილი პრემიერის დეიდაშვილის უჩა მამაცაშვილთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს, როგორც განცხადებაშია ნათქვამი მამაცაშვილმა და ივანიშვილმა ლარად გადაცემულ ქონებაზე, შეღავათიანი სახელმწიფო კრედიტების პროგრამის მეშვეობით მომგებიანი ბიზნესის განვითარებისთვის 5 მილიონ ლარზე მეტი თანხა მიიღეს,

ენმ-ის განცხადებაში წერია, რომ 2015 წლის 24 მარტის ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საზოგადოებას გააცნო ფაქტი, თუ როგორ გადასცა საკუთრებაში სახელმწიფომ მის კუთვნილებაში არსებული 2,5 მილიონ ლარად შეფასებული უძრავი ქონება (ქალაქ გარდაბანში, კაპანახჩში მდებარე 350 000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 (ერთი) ლარად, სს საქართველოს სათბურის კორპორაციას (ს/კ 404469865), რომლის 100% წილის მფლობელი შპს ჯი სი ეფ პარტნიორებია. ჯი სი ეფ პარტნიორები 2013 წლის 25 მაისს დაფუძნდა და დღეს მისი 50-50%-ის მფლობელები ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და თანაინვესტორების ფონდის გენერალური დირექტორი გიორგი ბაჩანაშვილი (ეს უკანასკნელი კომპანიის გენერალური დირექტორიცაა) არიან.

განცხადებაში წერია, რომ უჩა მამაცაშვილის მმართველობის მქონე ორგანიზაციას სწორედ წარმოდგენილი სასათბურე მეურნობის გამართვისათვის სახელმწიფომ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მეშვეობით შეღავათიანი კრედიტი გადასცა 2 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით.

„საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უძრავი ქონების გადაცემა მომავალი საინვესტიციო ვალდებულების სანაცვლოდ მოხდა და ჩადებული ინვესტიციების დასადასტურებად გამართული სასათბურე მეურნეობა წარმოგვიდგინეს.

დღეს ჩვენ გვინდა წარმოგიდგინოთ საბუთი, რომელიც ადასტურებს, რომ უფასოდ გადაცემული 2,5-მილიონიანი უძრავი ქონების გარდა უჩა მამაცაშვილის მმართველობის მქონე ორგანიზაციას სწორედ წარმოდგენილი სასათბურე მეურნობის გამართვისათვის სახელმწიფომ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მეშვეობით შეღავათიანი კრედიტი გადასცა 2 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით.

მარტივად, რომ ვთქვათ მოსახლეობის მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ბიძინა ივანიშვილმა არათუ არ დააბანდა საქართველოს ეკონომიკაში საკუთარი თანხები, არამედ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ გამოყენებით ერთ ლარად ჩაიგდო ხელში ორმილიონნახევრის ღირებულების უძრავი ქონება, ხოლო შეღავათიანი სახელმწიფო კრედიტების პროგრამის მეშვეობით მომგებიანი ბიზნესის განვითარებისთვის დამატებით 5 მილიონ ლარზე მეტი თანხა მიიღო“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42