თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ მისთვის უცნობია ხელმძღვანელობდა თუ არა გია უდესიანი თავდაცვის სამინისტროს რომელიმე საიდუმლო დანაყოფს. ირაკლი ალასანიას ადასტურებს, რომ წინა ხელსუფლების დროს ნამდვილად არსებობდა საიდუმლო დანაყოფები, მაგრამ ვინ ხელმძღვანელობდა მათ მისთვის უცნობია. ალასანიას თქმით, ასეთი დანაყოფები მისი მინისტრობის დროს გაუქმდა.
"ოპოზიციაში ყოფნის დროს მე ვსაუბრობდი ამ დაჯგუფებებზე. განსაკუთრებით ეს დაჯგუფებები მრავლად იყო დასავლეთ საქართველოში, სადაც მე ვიყავი არჩევნების დროს. იქმნებოდა სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე, რადგან საზოგადოებას არ ჰქონდა ინფორმაცია, თუ რისთვის იყო ეს დაჯგუფებები შექმნილი. ჩვენ დიდი ძალისხმევა გავწიეთ ამ დაპირისპირების თავიდან ასარიდებლად. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, შს სამინისტრომ მოიძია ინფორმაცია და ამ დაჯგუფებების არსებობა დადასტურდა. ჩემი მინისტრობის დროს ასეთი ქვედანაყოფები აღარ ყოფილან. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, საქმე აღიძრა პროკურატურაში და პროკურატურას ამის შესახებ ყველა მასალა აქვს წაღებული, ამიტომ ჩემთვის უცნობია, თუ ვინ ხელმძღვანელობდა ამ დანაყოფებს,“- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ ყოფილმა მაღალჩინოსანმა გია უდესიანმა საიდუმლო თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული ქვედანაყოფები შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთერთ ასეთ დანაოფს თვითონ ხელმძღვანელობდა.
მასალის გამოყენების პირობები






