„მესაზღვრე არასწორად მოიქცა, როდესაც გაეპარა არასრულწლოვანი. მოგეხსენებათ თურქეთში გასვლა ხდება აიდი ბარათებით და არა საზღვარგარეთის პასპორტებით. ვიზუალური შეხედულებით არ გავდა არასრულწლოვანს და მესაზღვრემ ეჭვი არ შეიტანა. თუმცა ეს მას არ ამართლებს რა თქმა უნდა. მოკვლევა დაიწყო და მოკვლევის შემდეგ დაიდება ბოლოს რა გადაწყვეტილებასაც მივიღებთ ჩვენ და აქედან გამომდინარე ეს საპატიებელი არ არის რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია. უნდა მეტი ყურადღებით იყვნენ, თუმცა ჩვენ დავუკავშირდით მერე თურქულ სპეცსამსახურებს, რომლებსაც ვთხოვეთ, რომ შეძლებისდაგვარად იქნება მოხდეს ბავშვის უკან დაბრუნება. ამაზე ვმუშაობთ რა თქმა უნდა. და კიდევ ავღნიშნავ, გაგვეპარა ასე ვთქვათ, გაეპარა ამ მესაზღვრეს, არ გადაამოწმა მისი წლოვანება. შეიძლება ეხლა არ უნდა ვიძახდე ამას, მაგრამ ვიტყვი, რომ იყო ძალიან ხშირი შემთხვევა, როდესაც ჩვენ უკან დავაბრუნეთ ადამიანები და არა მარტო არასრულწლოვანები. დავეხმარეთ მათ ოჯახებს.“- განაცხადა შს მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ხეობიდან სირიაში საომრად კიდევ ორი ახალგაზრდა გაემგზავრა. რომელთაგან ერთერთი არასრულწლოვანია.
მასალის გამოყენების პირობები






