პოლიციელებს აქვთ სრული უფლება, მოახდინონ იმ ადამიანების ლიკვიდაცია- ირაკლი ღარიბაშვილი
პოლიტიკა - 13:57, 06 Apr, 2015     3268

საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 4 აპრილს ვარკეთილის ტერიტორიაზე დაჭრილი პოლიციელი ვალერიან გრძელიშვილი საავადმყოფოში მოინახულა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, დაჭრილის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. მან ექიმებს დაჭრილის გადარჩენისთვის მადლობაც გადაუხადა და პირობა დადო, რომ სამინისტრო პოლიციელის ოჯახს მაქსიმალურად დაეხმარება. თავად მომხდარს პრემიერმა ამაზრზენი ფაქტი უწოდა და აღნიშნა, რომ ამის ჩამდენი არის არაადამიანი.

დაჭრილი პოლიციელის მონახულების შემდეგ პრემიერმა განცხადება გააკეთა და სამართალდამცავებს მიმართა, რომ კანონით მინიჭებულ ფარგლებში იმოქმედონ და პირველ რიგში, საკუთარი სიცოცხლე დაიცვან.

„ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრება და ხელის აღმართვა ჩვენი საზოგადეობის გამორჩეული წევრების წინააღმდეგ. მე მოვუწდე შს მინისტრს, პროკურატურას, ყველას, რომ კრიმინალის წინააღმდეგ უნდა გავაათმაგოთ ბრძოლა. ვინაიდან მსგავსი ფაქტი მოხდა, მივმართავ ყველა პოლიციელს, იმოქმედონ კანონით განსაზღვურლ ფარგლებში. თქვენ გაქვთ კანონით მინიჭებული ყველა უფლება, რომ დაიცვათ პირველ რიგში საკუთარი სიცოცხლე, კრიმინალების ადგილი ან ციხეშია ან სხვაგან. ასე რომ, მე მოვუწოდებ ყველას, მაქსიმალური მობილიზება გავაკეთოთ,“ - აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პოლიციელების მკვლელობაში ეჭვმიტანილ პირს დაკავება მალე მოხდება, პრემიერის თქმით წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში პოლიციელებს დამნაშავის ლიკვიდაციის უფლება აქვთ.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიციელებს აქვთ სრული უფლება, მოახდინონ ამ ადამიანის ლიკვიდაცია. ეს უფლება მათ კანონით აქვთ მინიჭებული“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42