მე ვიქნები ადამიანი ვინც გია უდესიანს დააჭერინებს- მიქიაშვილი
პოლიტიკა - 13:14, 06 Apr, 2015     2152

დღეს, გია უდესიანის წინააღმდეგ პროკურატურაში ჟურნალისტი ნათია მიქიაშვილი სარჩელის შეტანას გეგმავს. მიქიაშვილის თქმით, 2011 წელს, როდესაც იგი ბესიკ ხარძიანის დაკავების შესახებ გადაცემას ამზადებდა, გადასაღებად მისული "ანატომიის" ოპერტორები გია უდესიანმა დააკავა და მათ იარაღით ემუქრებოდა.

"მე დღესაც ვთვლი, რომ ბესო ხარძიანის მკვლელობით შესაძლებელია დაინტერესებული ყოფილიყო მხოლოდ გია უდესიანი, რაც შეეხება ჩემს წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებას, სასაცილოა გია უდესიანის, კუთხეშიმომწყვდეული დამფრთხალი ადამიანის ბრალდება, რადგან 2011 წლის ივლისში, მაშინ როდესაც მე მოვამზადე უდესიანზე გადაცემა, ჩემ მეუღლეს არათუ არ ვიცნობდი, საერთოდ ნანახი არ მყავდა.

მე ვიყავ პირველი ჟურნალისტი, ვინც დეტალურად მოყვა ხარძიანის დაკავების შესახებ, უდეისანი მაშინ ერთი კვირის განმავლობაში კუს ტბის ტერიტორიაზეც კი არ ამოდიოდა, იმის შიშით, რომ მე მისთვის კითხვები არ დამესვა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ უდესიანს, ჩემი ორი ოპერატორი ჰყავდა დატყვევებული, უკანონოდ ჰქონდათ მათ თავისუფლება აღკვეთილი. იგი იარაღით ემუქრებოდა მაშინ ჯერ კიდევ არასრულწლოვან ოპერატორებს, რომ ეთქვათ თუ რისთვის იყვნენ მის ოფისში მისულები და რა ინტერვიუ უნდა ჩაეწერათ.

ნამდვილად მივდივარ პროკურატურაში და ვაძლევ ჩვენებას უდესიანის წინააღმდეგ, რომ დაიწყოს გამოძიება, ამ ამბის დადასტურება არ გაჭირდება, რადგან ის ორი ოპერატორი დღესაც მუშაობს და ისინიც დაიკითხებიან, მე ვიქნები ადამიანი, ვინც უდესიანს დააჭერინებს."-განაცხადა ნათია მიქიაშვილმა.

გია უდესიანმა გუშინ, პროკურატურას ჟურნალისტ ნათია მიქიაშვილის და მისი მეუღლის დაკითხვისკენ მოუწოდა. უდესიანის თქმით, ბესიკ ხარძიენის დაკავების ჯგუფს, ნათია მიქიაშვილის მეუღლე, სოსო მესხი ხელმძღვანელობდა და მათ ამ საქმის შესახებ ინფორმაცია აქვთ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42