შალვა აბულაძის და, ძმის გადახრებზე და ფსიქოლოგიური პრობლემების შესახებ
პოლიტიკა - 13:11, 06 Apr, 2015     15437

პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებულის შალვა აბულაძის და სალომე აბულაძე ამბობს, რომ ძმასთან ურთიერთობა 9 თვის წინ გაწყვიტა.

ამის შესახებ სალომე აბულაძემ „ნიუპოსტთან“ საუბარში განაცხადა.

„ბოლოს ჩემი ძმა 9 თვის უკან ვნახე. მაშინ ოჯახი ვკონტაქტობდით, მერე უკვე მოხდა რაღაც ფაქტები და ამის შემდეგ გავწყვიტეთ ურთიერთობა. რაც შეეხება კითხვას, არის თუ არა კავშირი ბორჯომში და ვარკეთილში მომხდარ მკვლელობას შორის, ამაზე ჩემი მხრიდან საუბარი არასწორია. სამართალდამცველებმა თქვეს, რომ კავშირი არისო, მათ უკეთ იციან და სავარაუდოდ არის“, - ამბობს ბრალდებულის და.

მისივე ინფორმაციით, შალვა აბულაძეს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა.

„რომ ვიმსჯელოთ ის, რაც მან ჩაიდინა ჯანმრთელი ადამიანის მოქმედებას არ ჰგავს. მას ორი ცოლი და სამი შვილი ჰყავდა, თუმცა არც მათთან ჰქონდა ურთიერთობა. არ ვიცი რა ვთქვა საერთოდ. კონკრეტულად პოლიციელების მიმართ აგრესია არ ჰქონია, პირიქით, ციხიდან რომ გამოვიდა, ხშირად წერდა განცხადებებს და რეაგირებდა ყველა უკანონობაზე. ციხიდან გამოვიდა აბსოლუტურად კანონმორჩილი და მოწესრიგებული ადამიანი, შემდეგ ისევ დაეწყო გადახრები, მას შემდეგ ურთიერთობა აღარ გვაქვს, არ ვიცი რა გითხრათ“, - ამბობს აბულაძე, თუმცა განმარტავს, რომ მის ძმას ბორჯომის პოლიციის უფროსთან გარკვეული უთანხმოება ჰქონდა.

რაც შეეხება შალვა აბულაძის და „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტის დიტო ჩუბინიძის ურთიერთობას, სალომე აბულაძე ამბობს, რომ მის ძმას ჟურნალისტი მათთან არასდროს უხსენებია.

შეგახსენებთ, ვარკეთილის მეტროსთან 4 აპრილს ორი პოლიციელი დაჭრეს. მათგან ერთ-ერთი ბექა მარგიშვილი საავადმყოფოში ოპერაციის დროს გარდაიცვალა. მეორე სამართალდამცველის მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა.


ნინო დათაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42