არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლიერი ქალი-ძლიერი სახელმწიფოს“ დამფუძნებელის და თავმჯდომარის ლალი მოროშკინას განცხადებით, ხარძიანის მკვლელობის დამკვეთების მხრიდან, მკვლელის ლიკვიდაციაზე უკვე ბრძანებაა გაცემული:
„მე მაქვს ზუსტი ინფორმაცია, რომ უკვე გაცემულია დავალება შემსრულებელთა ლიკვიდაციაზე. შემიძლია გითხრათ ისიც, რომ დამკვეთების ერთი და იგივე დაინტერესებული წრე არსებობს.“- აცხადებს ლალი მოროშკინა. მისი თქმით ბესო ხარძიანის მკვლლობასა და გიორგი გუდაძის შემთხვევას შორის, რომელსაც ვაკის აუზთან ესროლეს, კავშირი არსებობს.
„გიორგი გუდაძისა და ბესო ხარძიანის შემთხვევაში ერთი და იგივე მაყუჩიანი იარაღით არის ნასროლი, ანუ არსებობს დამკვეთთა ერთი წრე და მათი შემდეგი დაკვეთაა უკვე შემსრულებლების ლიკვიდაცია. ვიმეორებ მაქვს დაზუსტებული ინფორმაცია.“- აცხადებს მოროშკინა.
წყარო „ასავალ-დასავალი“
მასალის გამოყენების პირობები






