ხმაური მარტვილში - აქციის მონაწილეები გამგებლის კაბინეტში შეიჭრენ
პოლიტიკა - 12:37, 06 Apr, 2015     1628

დღს, მარტვილის რაიონის სოფელ ქვაითის მოსახლეობა მარტვილის რაიონის გამგებლის, ალექსანდრე გრიგოლავას კაბინეტში შეიჭრა. აქციის მონაწილეების პროტესტის მიზეზი სოფელ ქვაითში გზაზე არსებული რთული მდგომარეობა გახდა.

აქციის მონაწილეებმა „ნიუპსტთან“ საუბრისას განაცხადეს, რომ სოფლის გზის შესაკეთებლად გამოცხადებულ ტენდერში ერთერთმა კომპანიამ გაიმარჯვა, რომელმაც გზის შესაკეთებლად სამუშაოები დაიწყო, მაგრამ მარტვილის რაიონის გამგეობამ სამუშაოების მიმდინარეობა შეაჩერა. აქციის მონაწილეები რაიონის გამგებლისგან ითხოვდენნ პასუხს, თუ რა გახდა სარემონტო სამუშაოების შეჩერებს მიზეზი, რაზეც გამგებელს კონკრეტული პასუხი არ გაუცია.

სოფელ ქვაითის მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ გზაზე არსებული რთული მდგომარეობის გამო სოფლამდე მისვლა რთულია, ხოლო უამინდობის შემთხვევაში, გზაზე მოძრაობა ფაქტიურად შეუძლებელი ხდება. მოსახლეობის თქმით უამინდობის დროს ყოფილა შემთხვევა, როდესაც გამოძახებული სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მანქანა ავადმყოფის სახლამდე ვერ მისულა.

მარტვილის გამგებელმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ჩატარდება ტენდერი და კომპანია, რომელიც გზის რეაბილიტაციას განახორცილებს, სამუშაოებს მალევე შეუდგება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42