დღეს პარლამენტში უცხოელთათვის სავიზო რეჟიმის გამარტივებასათან დაკავშირებით დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავენ.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტზე იმსჯელებენ.
კანონპროექტის მიზანი საქართველოში მყოფი უცხოელებისთის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის შეღავათიანი პირობების დადგენაა. ასევე ის, რომ საქართველოს ვიზების გაცემასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები განისაზღვროს არა საკანონმდებლო, არამედ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, სადაც თითოეული კატეგორიის ვიზის გაცემასთან დაკავშირებული თავისებურებები იქნება გათვალისწინებული; ასევე - საქართველოს ვიზის გამცემ ორგანოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განსაზღვრა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ელექტრონული ვიზების გაცემის შესაძლებლობის მინიჭება.
კანონპროექტში ცვლილება იმასაც მოიაზრებს, რომ ნებართვის სახეებს ახალი სახე- მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა დაემატოს, რომელიც იმ უცხოელზე გაიცემა, ვისაც საქართველოს ტერიტორიაზე უძრავ ნივთზე საკუთარი უფლება გააჩნია, რომლის საბაზრო ღირებულება 35000 აშშ დოლარს აღემატება.
მასალის გამოყენების პირობები






