ივანიშვილის თქმით, გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციაში გუნდთან და ამას ვერ ამხელს. ივანიშვილმა მარგველაშვილის ,,ჭირვეულობები“ ჩამოთვალა, მათ შორის ნიუ-იორკში ვიზიტი, ასოცირების ხელმოწერაზე წასვლა და ა.შ.
,,დღესაც შემიძლია საზოგადოებას შევახსენო _ პრეზიდენტის სასახლეში შესვლა, მისი ვეტოზე მომარჯვებული მოდა, ნიუ იორკში წასვლაზე ჭირვეულობა და აშკარა გაუგებრობაში შესვლა. ნიუ იორკში წასვლას მას რატომღაც "ნაციონალური მოძრაობის" "ელჩი" დღესაც იაკობაშვილი ულაგებდა. ასოცირების ხელმოწერაზე გავიხსენოთ როგორ გადასცა დემონსტრაციულად პრემიერს ის, რაც თავად არ ეკუთვნოდა, პროკურატურას გრიფს არ უხსნიდა პრეზიდენტის საქმეზე, სამჯერ შეხვდნენ პროკურორები და სამივეჯერ უარი უთხრა, სანამ მედიით არ გასაჯაროვდა.", - განაცხადა ივანიშვილმა.
ივანიშვილი მარგველაშვილის საპრეზიდენტო რეზიდენციაში ყოფნას და მასთან დაკავშირებულ ხარჯებსაც შეეხო. მისივე თქმით, არსებოსბ კითხვა - რამდენად აქვს მარგველაშვილს უფლება 16 000 კვ/მ ფართობის სასახლეში იყოს, როდესაც მას მხოლოდ 6 000 კვ/მ სჭირდება, რომელიც მთავრობამ გაურემონტა და ახლა გააკეთა განცხადება ობიექტის პრივატიზაციის შესახებ.
"რას ჰქვია ეს? 10 000 კვ/მ არის ჭარბი მისთვის, მე უკვე გავაკეთე მინიშნება და არავის აინტერესებს... ოპოზიცია, "ნაციონალური მოძრაობის" მეთაურობით, ცდილობს ხიდები ააგონ და კრიტიკაში არ ჩაერთონ, მთავრობა ვერ ბედავს, უმრავლესობა კეკლუცობს. აბა ნახეთ, 10 000 კვ/მ ისეთ ადგილზე, სადაც ის სასახლე დგას, თვეში მინიმუმ 15-20 დოლარი ღირს კვადრატის გაქირავება, გადაამრავლეთ და ეს 5 მილიონი ლარია, ამას ემატება კომუნალური ხარჯები 900 000. 5-6 მილიონი ლარია, რომელსაც ეს კაცი თავისი ფუფუნებისთვის არ თმობს და აქვს ამის უფლება?", - განაცხადა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






