აღნიშნული განცხადება გაკეთდა აზერბაიჯანში ნატოს საერთაშორისო სკოლის ზამთრის სესიაზე, თემით - ,,კასპიის რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევები’’.
აზერბაიჯანი შეიძლება გახდეს ავღანეთიდან ევროპაში ჯარების გადაყვანის პროცესში მნიშვნელოვანი რგოლი.
ექსპერტების აზრით, არსებობს საფუძველი, რომ აზერბაიჯანი, რომელიც მილიარდობით დოლარის ღირებულების იარაღით აქტიურად მარაგდება ისრაელიდან, ამერიკის შეერთებული შტატები უარს არ იტყვის, რომ აზერბაიჯანი გამოყენებული იქნას პლაცდარმად ირანზე დარტყმისთვის და არა მხოლოდ...
აზერბაიჯანში ჯარების დისლოცირებით პენტაგონი მიიღებს პირდაპირ გასასვლელს კასპიაზე და აგრეთვე ჩრდილო კავკასიაზე.
შეგახსნებთ, რომ ინფორმაციას აზერბაიჯანში ამერიკული ჯარების შესაძლო განლაგების შესახებ წინ უძღოდა ბაქოსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების ჩაშლა, გაბალინის რადიოლოკაციური, ანტისარაკეტო სადგურის არენდის გაგრძელებასთან დაკაშვირებით.
მასალის გამოყენების პირობები






