,,ეს არის ნაციონალური მოძრაობის ხელწერა“ - ივანიშვილი ხარძიანის მკვლელობაზე
პოლიტიკა - 23:12, 05 Apr, 2015     2630
ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობაზე ისაუბრა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა "კვირის 2030"-ში. ყოფილი პრემიერის შეფასებით, ეს არის ნაყოფი ,,ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანერგილი სისტემისა. ,,ეს არის ნაციოანლური მოძრაობის ტიპიური ხელწერა“ - აცხადებს ივანიშვილი.

ექსპრემიერის თქმით, წინა ხელისუფლებამ უამრავი ქონება მიიტაცა და ,,დღეს ხდება სისხლისღვრა მისი დაცვისთვის“.

"ვერსია ერთია – სათავე ბოროტებისა იყო იმ სისტემაში. ეს სისტემა ნერგავდა ამას ყველაფერს და აღვივებდა. ჩუქება, ქონების გადაფორმება, ჯერ ბესიკის დაპატიმრება რა ფორმით მოხდა, ნახეთ, ძალით გააღებინეს პირი და ნარკოტიკები ჩაუყარეს. ეს კატასტროფაა, რომელი საუკუნეა, ასეთი ძალადობა სახელმწიფოს მხრიდან არ ვიცი, უახლოეს ასწლეულებში შეიძლება ვერც კი გაიხსენოთ. ათი ათასობით ქონება გადაფორმებული და სამართლიანობის მასიური აღდგენა, რასაც ითხოვს ჩვენი საზოგადოება და ითხოვდა არჩევნების პროცესში, სწორედ ეს გახლავთ. ეს არის ეტალონი, როგორ დასაჯეს და გაგრძელება არის კატასტროფული. ეს სისტემა იყო, რომელიც ამას ნერგავდა და ეს არის ამის ნაყოფი. გამოძიება როგორც არ უნდა გაგრძელდეს და რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გააკეთოს პროკურატურამ, რომ დამნაშავეები დაისაჯონ, მთავარია დამკვეთები ვინ არიან, მაგრამ მთავარი დამკვეთი ამის გახლდათ ის ძალადობრივი სისტემა, რომელიც დაინერგა "ნაციონალური მოძრაობის" დროს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42