ნუ უწოდებთ პოლიციას ,,დაჩმორებულს“ - გომელაურის მიმართვა პოლიტიკოსებს და საზოგადოებას
პოლიტიკა - 17:00, 05 Apr, 2015     1142
საქართველოს არ ჰყავს „დაჩმორებული“ პოლიცია - ამ განცხადებით მიმართა შს მნისტრმა ვახტანგ გომელაურმა პოლიტიკოსებს და საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებს და მოუწოდა, რომ მსგავსი შეფასებისგან თავი შეიკავონ. ამის შესახებ გომელაურმა ვარკეთილში პოლიციელის მკვლელობასთან დაკავშირებულ საგამოძიებო მოქმედებებზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
"ძალიან მინდა, ყველას მოვუწოდო, მნიშვნელობა არ აქვს, რომელიმე პარტიის წარმომადგენელი იქნება, ინსტიტუტციების თუ ორგანიზაციების. ძალიან სამწუხაროა, როდესაც გამოდიან და იძახიან, რომ პოლიცია არის დემორალიზებული, რომ პოლიცია არის, ბრჭყალებში ვიტყოდი და ბოდიშს მოვუხდიდი ჩემს კოლეგებს, "დაჩმორებული". დაჩმორებული პოლიცია ამას ვერ გააკეთებდა, არ გამოეკიდებოდა არც მკვლელს, არც რეციდივისტს და არც კრიმინალს. პოლიცია არის მოწოდების სიმაღლეზე და არ შეიძლება ამ ადამიანებს, რომლებიც დღე და ღამე იცავენ, როგორც ჩემ შვილებს, და ყველას შვილებს, ამ პოლიციელებს გვერდში დგომა უნდა და არა ყოველი ეთერიდან იქნება თუ ბეჭდური პრესიდან, იმის ძახილი, რომ დემორალიზებული და "დაჩმორებულია"- განაცხადა მინისტრმა. გუშინ ღამით, ვარკეთილში უცნობმა პირმა 2 პოლიციელს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც პოლიციის ერთი თანამშრომელი გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაიჭრა. დამნაშავე ადგილიდან მიიმალა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42